საქართველოში COVID-19-ის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ვირუსი კიდევ 1 351 დასტურდა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 20 208-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 337-ით გაიზარდა და ჯამური ციფრი 9003 გახდა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3071. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1772 ადამიანი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button