პირი, რომელსაც ზუგდიდში 19 მძევალი ყავს აყვანილი 500 000 დოლარს – ითხოვს

ზუგდიდის ცენტრში თითქმის 2 საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამ დროისათვის, უკვე ცნობილია, თუ რას ითხოვს გამტაცებელი.

ერთ-ერთი მძევალი რომელმაც ვიდეოინტერვიუ, თავად გამტაცებლის მითითებით მთავარ არხს მისცა, აცხადებს რომ მასთან ერთად ოთახში კიდევ 18 ადამიანი იმყოფება, რომელთა გასათავისუფლებლადაც გამტაცებელი 500 000  დოლარს ითხოვს, მან მთავარი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მისი მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, მძევლად აყვანილი 19 ადამიანის უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.

არსებული ინფორმაციით, მძევლებს შორის მოქალაქეებთან ერთად, ბანკის რამდენიმე თანამშრომელიც იმყოფება.

 

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button