ოთხშაბათიდან სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ – მიხეილ ჩხენკელი

განათლებისა, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მომდევნო კვირას, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

“საარჩევნო უბნები ზოგიერთ სკოლაშია განთავსებული, იმ სკოლებში, სადაც ასე ხდება არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, დროებით გადავლენ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის დროებითი მხოლოდ იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია,” განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button