დღეიდან ინფექციურ საავადმყოფოსთან ეპიდსიტუაციის შესახებ კომენტარი აღარ გაკეთდება

დღეიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან  ეპიდსიტუაციაზე კომენტარები აღარ გაკეთდება.

გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეხვედრებს დღეიდან ყოველდღიურ რეჟიმში გამართავს.

ბოლო მონაცემებთან დაკავშირებით, განმარტებები საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

საბჭოს წევრები ამ წუთებში უკვე იკრიბებიან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button