ირლანდიაში 6 კვირიანი კარანტინი გამოცხადდა

გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო, ირლანდიამ მკაცრი შეზღუდვები ისევ დააწესა. ხვალიდან ექვსი კვირით კარანტინი ცხადდება. შეზღუდვები იქნება გადაადგილებაზეც და მოქალაქეებს სახლიდან მაქსიმუმ 5 კილომეტრის მოშორებით გასვლა შეეძლებათ. გარდა ამისა, აიკრძალება საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება.

პარალელურად, ირლანდიაში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button