ოზურგეთში 11 საბავშვო ბაღის 100-მდე აღსაზრდელი მოიწამლა

ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევა ოზურგეთში. რეგიონში 11 საბავშვო ბაღის 100-მდე აღსაზრდელი მოიწამლა. 4 მათგანი საავადმყოფოში მოხვდა. სავარაუდო მიზეზად, კვებითი ინტოქსიკაცია სახელდება.

სურსათის უვნებლობის სამსახურმა ექსპერტიზა უკვე დაიწყო.

ბავშვებს ჰქონდათ დიარეა, მაღალი ტემპერატურა, მუცლის და თავის ტკივილები. 11-ივე ბაღში სასწავლო პროცესი გაჩერებულია. ადმინისტრაცია ლაბორატორიიდან პასუხებს ელოდება.

მედალფას“ოზურგეთის კლინიკის დირექტორის დავით მდინარაძის განცხადებით, ბავშვებს ყველა სახის კვლევა ჩაუტარდათ, მათ შორის შემოწმდნენ კორონავირუსზეც.

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის მანანა ერქომაიშვილის თქმით, კვების პროდუქტები, რომელიც მიწოდებული იყო, ყველა არის შემოწმებული და შეესაბამება რეგულაციებს, ყველა პროდუქტის ეტიკეტირება იყო დაცული.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button