სოფელ რუსთავში 2 წლამდე ბავშვს ავტომობილმა გადაუარა

ასპინძის რაიონში, სოფელ რუსთავში, ორ წლამდე ასაკის ბავშვს მანქანამ გადაუარა, რის შედეგადაც, მცირეწლოვანი დაიღუპა.

პირველადი ინფორმაციით, მცირეწლოვანი გაჩერებული ავტომობილის ქვეშ შეძვრა, თუმცა, მძღოლმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და მანქანის დაძვრის შემდეგ, ბავშვს გადაუარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button