თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი ხორციელდება

დედაქალაქის მერიის ცნობით, ამ მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ახორციელებენ.

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს პროცესში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ვახორციელებთ პირბადეების კონტროლს თბილისის მეტროპოლიტენში. ყველა ჩასასვლელში დგას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეების კონტროლი მიმდინარეობს, რამდენად იყენებენ ისინი პირბადეებს. იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქეებს თან არ აქვთ პირბადე, მას ჩვენ ვაძლევთ. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამდენადაც მათი მხარდაჭერა და თანადგომა ამ პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია. მოქალაქეებს ვთხოვთ, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ყურადღება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის და დაიცვან უსაფრთხოების ყველა წესი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button