თბილისის კლასიკურ გიმნაზიის ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის კლასიკურ გიმნაზიის ერთ-ერთ პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო სასწავლო პროცესი 21 ოქტომბრამდე შეჩერდა. განცხადებას ამის შესახებ სკოლის დირექტორი ავრცელებს, სადაცა აღნიშნულია, რომ პედაგოგი სკოლაში პარასკევს, დღის პირველ ნახევარში იმყოფებოდა, სიმპტომები კი უკვე კვირას საღამოს გამოუვლინდა.

“ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს დაუდასტურდა “კოვიდ-19″. პარასკევს, დღის პირველ ნახევარში იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები კვირას საღამოს გამოუვლინდა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარასკევს ის ინფექციის გადამდები ყოფილიყო. თუმცა ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლა 21 ოქტომბრამდე გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე,” – ნათქვამია დირექტორის განცხადებაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button