საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა, ქვეყანაში 919 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 366 – თბილისში.

ამ დროისთვის, სულ ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 14440-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 208-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 7367 გახდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button