„რუსეთი რა, სომხეთს იარაღს არ აწვდის? ან საფრანგეთი? ვუსურვებ აზერბაიჯანს გამარჯვებას“ – ერდოღანი

„სომხეთს დიდი ოდენობით იარაღს აწვდის რუსეთი და საფრანგეთი, მაგრამ ამაზე რატომღაც არავინ საუბრობს“. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24.com ავრცელებს.

„დაახლოებით 100 000 სომეხი ცხოვრობს თურქეთში. ისინი იყენებენ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს. ჩვენ მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ გვაქვს.

აზერბაიჯანი საკუთარი მიწების დაბრუნებისთვის იბრძვის. დიახ, ჩვენ ვაწვდით იარაღს აზერბაიჯანელ ძმებს, რომლებიც სომხეთის მიერ ოკუპირებულ საკუთარ მიწა-წყალზე იბრძვიან. არანაირ ტერორისტებს ჩვენ იქ არ ვაგზავნით. და რუსეთი რა, სომხეთს იარაღს არ აწვდის? ან საფრანგეთი? ვუსურვებ აზერბაიჯანს გამარჯვებას“

განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტის თქმით, სიტუაცია სამხედრო კონფლიქტის განახლებამდე იმიტომ მივიდა, რომ კონფლიქტის მოგვარება ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში 30 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. აზერბაიჯანის ოკუპაციის ფაქტი ყოვლად დაუშვებელია და ის უნდა დასრულდეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button