ბათუმში ევროპის მოედანზე ჟურნალისტებმა ხელვაჩაურის მერის მხრიდან „ბათუმელების“ კორესპონდენტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს

ბათუმში ევროპის მოედანზე ჟურნალისტებმა ხელვაჩაურის მერის მხრიდან „ბათუმელების“ კორესპონდენტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს.

დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე მედიის წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მხრიდან გამოცემა ,,ბათუმელების“ კორესპონდენტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს.
აქციას შეურთდნენ „ევროპული საქართველოს“, ,,სოლიდარობის ალიანსი” „ლელო საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.

„ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ გადაადგილდება მერი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის კუთვნილი ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. მერმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, შემდეგ კი, გინებაზე გადავიდა. მან ზუსტად იცოდა, რომ ესაუბრებოდა ჟურნალისტს. საჭიროდ ჩავთვალეთ, გამოგვექვეყნებინა ჩანაწერის ფრაგმენტი, რადგან, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ“, – განაცხადა „ბათუმელების“ რედაქტორმა ნანა კვაჭაძემ.

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button