ინტერპოლმა სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლმა სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის ილია ფილფანის წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. ოჯახი ილიას მპოვნელს ან ინფორმაციის მიმწოდებელს ჯილდოდ 50.000 ლარს გადასცემს. ერთ-ერთი ვერსიით ბიჭი აჭარაში, სანაპიროზე ნახეს.

„სულ ახლახან ერთი ადამიანი დაგვიკავშირდა, გვითხრა, ფული არ მაინტერესებს, ლარსაც არ ავიღებ, ასეთი ბიჭი აჭარაში, სანაპიროზე ვნახეო. არ ვიცი, მართალია თუ არა, ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს“.-განაცხადა ფილფანის მამამ.

შეგახსენებთ, რომ მოზარდი სოფელ ლენჯერში ბებიას სტუმრობდა. 18 ივლისს შინიდან ველოსიპედით გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button