თბილისის 126-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 126-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნული სკოლის დირექტორის თქმით, ინფიცირებული მოსწავლე სკოლაში ოთხშაბათის შემდეგ არ ყოფილა.

რაც შეეხება სკოლას, ეპიდემიოლოგების მითითების თანახმად, სადეზინფექციო სამუშაოები დღეს და ხვალ ჩატარდება. აღნიშნული კლასი კი, გარკვეული დროით დისტანციურ სწავლებაზე გადავა.

„ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, ყველა საკლასო ოთხაში დეზინფექცია დღეს და ხვალ ტარდება, ხოლო აღნიშნული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადაგვყავს. დანარჩენ კლასებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა, ირინე მჭედლიძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button