საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, გარდაცვლილ პაციენტებს სხვა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

„ამჟამად გარდაცვლილების საერთო რაოდენობა არის 72. გუშინ გარდაიცვალა ექვსი პაციენტი. ერთი არის გორში, 58 წლის ქალბატონი თანხმლები დაავადებებით. ბათუმში არის 68 წლის პაციენტი, იქაც იყო თანხმლები დაავადებები, ქობულეთში არის ორი 55 და 61 წლის ქალბატონები, ქუთაისში 81 წლის ქალბატონი. ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები და ორმხრივი მძიმე პნევმონია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ოფიციალური მონაცემების თანახმად COVID-19-ს ქვეყანაში უკვე 72 ადამიანი ემსხვერპლა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ამჟამად 10752-ია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button