დონალდ ტრამპი: არავის გაუტარებია რუსეთის მიმართ ისეთი ხისტი პოლიტიკა, როგორც მე გავატარე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ მისი პოლიტიკა გაცილებით ხისტია, ვიდრე წინა ადმინისტრაციების დროს იყო.

„არავის გაუტარებია რუსეთის მიმართ ისეთი ხისტი პოლიტიკა, როგორც მე გავატარე. მე მივაღწიე იმას, რომ ნატოს რუსეთისგან თავდაცვის ხარჯები გაიზარდა. მე მივუთითე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პრობლემაზე და გერმანიას განვუცხადე: რუსეთს მილიარდობით დოლარს უხდით, ჩვენ რუსეთისგან გიცავთ, მაშ რა გარიგება დადეთ?“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა რადიოგადაცემა The Rush Limbaugh Show-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ბარაკ ობამასგან განსხვავებით უკრაინას რეალური დახმარება გაუწია.

„უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი მივაწოდე, ხოლო ობამა კი უკრაინას ბალიშებს აწვდიდა. არავის გაუტარებია აქამდე რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოლიტიკა“, – დასძინა აშშ-ის ლიდერმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button