ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს, ადგილზე შეკრებილები არიან, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, თურქეთში დასაქმებული ქალები, ბათუმის კაზინოებში დასაქმებულები, მუსიკოსები, რომლებიც ვეღარ მუშაობენ და კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნება და საბანკო ვალდებულების გადავადება.

შეგახსენებთ, რომ აქცია უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.

 

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button