საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 9 753-ს შეადგენს.

ამასთან, გაჯანმრთელებულების რიცხვი 348 ით გაიზარდა და მათი საერთო მონაცემი 5235 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსს  ჯამში უკვე 62 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში – 5 655 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, COVID სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 230-ია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button