სკოლების გარდა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე უკვე ყველა დაწესებულებაშია – მატულობს ექიმების ინფიცირების შემთხვევებიც

სკოლების გარდა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე უკვე ყველა დაწესებულებაშია – მატულობს ექიმების ინფიცირების შემთხვევებიც
დღეს, 21:21

292

თბილისის 2 სკოლაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა. 31-ე საჯარო სკოლის პირველ კლასელს, სწავლის დაწყებიდან 2 დღეში, ლაბორატორიიდან დადებითი პასუხი მიუვიდა. დირექტორის ინფორმაციით მოსწავლის ინფიცირების წყარო არა სასწავლო დაწესებულება, არამედ დაბადების დღის ღონისძიება გახდა.

ვირუსის გავრცელების საფრთხეების გამო სკოლები არამხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც – აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთშიც დაიხურა. საფრთხე რუსთავში მე-7 საჯარო სკოლასაც შეექმნა.

სკოლების გარდა, ქვეყნის მასშტაბით საფრთხის ქვეშ უკვე თითქმის ყველა დაწესებულება და ობიექტია, მათ შორის, კოვიდმიმღები განყოფილებებიც, სადაც მედიკოსების ინფიცირების შემთხვევები მატულობს.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, ბოლო თვე-ნახევარში “კოვიდ-19-ით” 41 ადამიანი გარდაიცვალა. დღის განმავლობაში, უმეტეს შემთხვევაში, 4 ფაქტი ფიქსირდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button