ეკატერინე ტიკარაძე – გრიპის ვაქცინა შეძენილია და ერთი კვირის მანძილზე ველოდებით, რომ პირველი ნაწილი საქართველოში იქნება

მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანა 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენს.

„ვაქცინა შეძენილია, ჩვენ ვზრუნავთ, რომ შევიძინოთ ვაქცინის დამატებითი რაოდენობა, რადგან მოსახლეობაში გაზრდილია მოთხოვნა და სურვილი რომ იყვნენ აცრილები. შემდეგი ერთი კვირის მანძილზე ველოდებით, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი იქნება საქართველოში და დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას. საერთო ჯამში, ჩვენ შევიძენთ 250 ათასზე მეტ ვაქცინას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button