“დღეს დილით გარდაიცვალა ჩვენი განუყოფელი წევრი” – “ჩცდ”-ს საგანგებო განცხადება და სამძიმარი ოჯახს

“დღეს დილით, მძიმე ბრძოლის შემდეგ, გარდაიცვალა ჩვენი გუნდის განუყოფელი წევრი დათუნა (დათუბა) გამყრელიძე.
ის 18 სექტემბერს ავტოავარიაში მოყვა.
ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს. არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ მწუხარებას გამოხატავს.
მშვიდად განისვენე, საყვარელო მეგობარო”. – ასეთ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button