3 ოქტომბერს ქართველ ფილოლოგს, ფოლკლორისტსა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორ-ემირიტუსს ზურაბ კიკნაძეს 87 წელი შეუსრულდა

 3 ოქტომბერს ქართველ ფილოლოგს, ფოლკლორისტსა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორ-ემირიტუსს
ზურაბ კიკნაძეს 87 წელი შეუსრულდა.

ზურაბ კიკნაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1959–1973 წლებში მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1973 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია, ხოლო 1977 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის ხელმძღვანელი.

არის რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1963 წლიდან აქვეყნებს თარგმანებს, წერილებს, ესეებსა და მონოგრაფიებს კულტურის, ლიტერატურისა და რელიგიის საკითხებზე. მონაწილეობდა პეტერბურგის, მოსკოვის, იერუსალიმის, ხოლონის, პარიზის, რომის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ბიბლიური საზოგადოების ფორუმში. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა პეკინში, როდოსში, მალაგასა და გრანადაში.

ზურაბ კიკნაძეს მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო, მათ შორის, სახელმწიფო, ივანე მაჩაბლისა და თბილისის უნივერსიტეტის სახელობის პრემია და ივანე ჯავახიშვილის მედალი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ბატონ ზურაბს დაბადების დღეს, მას ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სოცოცხლეს უსურვებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button