“ჯანდაცვის სისტემის განახლებისთვის რეფორმები აუცილებელია”-მამუკა ხაზარაძემ

“ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და პარტიის ჯანდაცვის გუნდმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს “ლელოს” ახალი “მარშალის გეგმა” და ჯანდაცვის პროგრამა გააცნეს.
 
“ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა რეფორმებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის განახლებისთვის, ცვლილებებისთვის. მისი თქმით, საჭირო გეგმა დეტალურადაა გაწერილი “ლელოს” “მარშალის გეგმაში”.
 
“ ჩვენ სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან ვატარებთ მსგავს პრეზენტაციას, ვხვდებით ამომრჩეველს. დღეს გვაქვს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა, ორი დღის წინ გვქონდა ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა, დეტალურად განვიხილავთ ამ გეგმას და, რა თქმა უნდა, კიდევ ერხელ ვადასტურებ იმას, რომ ვიღებთ ძალიან დადებით გამოხმაურებას, რადგან ეს არის ძალიან კონკრეტული და შედგზე ორიენტიურებული გეგმა. “მარშალის გეგმა” ითვალისწინებს, პირველ რიგში, ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილიზაციას – რაც შეიძლება მალე, 4 წელიწადში.
 
ეს არის ის, რაც, პრინციპში, განასხვავებს “ლელოს” სხვა პარტიებისგან – ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს რეკონტრუქცია, როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის წამოწევა, ჯანდაცვა და ეს იმდენად მნიშვნელოვანია რომ დღვანდელ შეხვედრაზეც აღინიშნა ეს ყოველივე, გამომინარე იქიდან, რომ ჯანდაცვა ეხება თითოეულ მოქალაქეს,”-განაცხადა ხაზარაძემ.
 
პროგრამის პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button