სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოწინააღმდეგემ სტეპანაკერტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა

მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს სხვადასხვა ინტენსივობის სროლა.

როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალები ვითარებას აკონტროლებენ.

სტეპანაკერტზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, მსვერპლისა და დაშავებულების შესახებ მონაცემები უცნობია.

სომხურმა მხარემ სტეპანაკერტზე იერიშის შესახებ დღეს დილითაც განაცხადა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button