სიცხის გამო 50-მდე ბავშვი სახლში გაუშვეს, დისტანციური სწავლა კი 5 200-მა მშობელმა აირჩია

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ბავშვებს სკოლებში სწავლის განახლება მიულოცა და განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 50-მდე ბავშვი სიცხის დაფიქსირების გამო სახლებში გაუშვეს.

ამასთან, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე დარჩენის მოთხოვნით, განათლების სამინისტროს 5 200-მა მშობელმა მიმართა. არადა აქამდე მშობლები აქტიურად ითხოვდნენ სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button