ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტელეკომპანია ”იმედის” წამყვანს, ზურაბ ბალანჩივაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჟურნალისტის თქმით, ინფექცია მსუბუქ ფორმებში აქვს და მხოლოდ ტემპერატურა აღენიშნება.

“სიცხე მაქვს, დაახლოებით 38. რაც მითხრა ექიმმა დავლიო ბევრი რაოდენობით წყალი და სითხე, ზოგადად, იმიტომ რომ მსუბუქ ფორმაში მაქვს და რაიმე მნიშვნელოვან ჩარევას არ ვსაჭიროებ და ვიტამინები მივიღო, კიდევ.

სიმპტომის გამოვლენიდან  ტარდება ეპიდკვლევა, კონტაქტები მიკვლეულია, ნელ-ნელა ვახარისხებთ, რომელი შეიძლება იყოს უფრო მართლა კონტაქტი და რომელი შეიძლება არ იყოს,“ – განაცხადა ზურაბ ბალანჩივაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button