მაშველებმა მეწყერში მოყოლილი 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი მეათეკლასელი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის სამძებრო სამუშაოები თითქმის ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა იმ ტერიტორიასთან ახლოს იპოვეს, სადაც საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა. მისი მშობლების ცხედრების პოვნა გუშინვე მოხერხდა.

სამძებრო სამუშაოების შედეგად, გუშინვე მეწყერში მოყოლილი  კიდევ ორი ადამიანი იპოვეს, რომლებიც სტიქიის დროს ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button