ზუგდიდში ინფიცირებული მოსწავლის ოჯახი თვითიზოლაციაში იყო, თუმცა ბავშვი სკოლაში მაინც გაუშვეს – სკოლის დირექტორი

ზუგდიდში ინფიცირებული მოსწავლის ოჯახი თვითიზოლაციაში იყო, თუმცა ბავშვი სკოლაში მაინც გაუშვეს, ამის შესახებ პირველი საშუალო სკოლის დირექტორმა განაცხადა.

ავშვი მესამე კლასშია და მიუხედავად იმისა, რომ მას თვითიზოლაციის რეკომენდაცია ჰქონდა, სასწავლო დაწესებულებაში მაინც მიიყვანეს.

კლასში სასწავლო პროცესი მთავარი შენობის მიღმა, სხვა შენობაში მიმდინარეობდა, რის გამოც, პედაგოგების თქმით, ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია. სკოლა ახლა ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს ელოდება.

“მოსწავლე სკოლაში გამოცხადდა პარასკევს დილით. ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. ტემპერატურა არ ფიქსირდებოდა, მასწავლებელმა გაუზომა სიცხე.

საღამოს დამრიგებელს დაურეკა მშობელმა და უთხრა, რომ ოჯახი იყო თვითიზოლაციაში, იყო ბოლო დღე და დილით, 11 საათისთვის მათ მოუვიდათ პასუხი კოვიდზე.

თვითიზოლაციაში იმყოფებოდა ოჯახი, ამის შესახებ ინფორმაცია სკოლას არ ჰქონდა. შესაბამისად, სკოლა, ალბათ, არ დაუშვებდა ამ შემთხვევას და მშობელს ეტყოდა მოსწავლის გამოცხადებაზე უარს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვქონდა,“ – განაცხადა ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო გოგინავამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button