“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე სენაკში მხარდამჭერებს შეხვდა

“ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად სენაკში მხარდამჭერებს შეხვდა.
პარტიის ლიდერმა შეკრებილ მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო და დაპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მაქსიმალურად ყველა პირობას შეასრულებს.

ასევე , ნინო ბურჯანაძემ სენაკის მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ 31 ოქტომბერს ყველა გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი. მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, საარჩევნო პროცესზე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button