ხელვაჩაურში მეწყერში მაშვველებმა სამი ადამიანის ცხედარი იპოვა

მეწყერი სოფელ ჯოჭოში გუშინ გვიან ღამით განვითარდა.
მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და სახლთან ახლოს, გზაზე მდგარი ავტომობილი.
სახლში სულ სამი ადამიანი იმყოფებოდა.
ავტომობილში კი ორი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მესამე მოქალაქის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ქალის ცხედარი მეწყრული მასიდან უკვე ამოტანილია.

მანამდე კი მაშველებმა ადგილზე ავტომანქანა და ორი ადამიანის ცხედარი ოპოვეს.

ამ წუთებში ადგილზე კვლავ გრძელდება, სამძებრო სამუშაოები.
მაშველევი მცირეწლოვან ბავშვს ეძებენ.

ადგილზე 120 მაშველი და მძიმე ტექნიკა მუშაობს. მოქალაქეები დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში არიან მოყოლილები.

შეგხსენებთ, რომ აჭარაში გუშინ რამდენიმე საათიანი წვიმის შედეგად ქალაქის უამრავი ქუჩები, მაღაზიები, დაიტბორა მოსახლეობას ძალიან დიდი ზარალი დაადგა თავს.
მთელი ღამის განმვალობაში ბათუმის მერია უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა.

 

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button