პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ორი პირი

სამინისტროს ცნობით, დანაშული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულები თბილისში, ასათიანის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის კვეთაზე ტაქსიში ჩასხდნენ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღნიშნული ტაქსის მძღოლს – 1972 წელს დაბადებულ ა.ზ.-ს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ხოლო მეორემ შებოჭა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ბასრი საგნის მუქარით მას კუთვნილი ნივთები გასტაცეს.

სამართალდამცველებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები – ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button