ეკატერინე ტიკარაძე – თენგიზ ცერცვაძე არ ტოვებს თანამდებობას, აგრძელებს ღვაწლმოსილ მუშაობას, ის არის მაღალი პროფესიონალი, პაციენტებსა და სახელმწიფოს არ უღალატებს

თენგიზ ცერცვაძე არის მაღალი პროფესიონალი, ის პაციენტებსა და სახელმწიფოს არ უღალატებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

„დღეს მე და ბატონ თენგიზს კომუნიკაცია არ გვქონია. თუმცა, გუშინ გვქონდა საკორდინაციო საბჭო, სადაც ბატონი თენგიზი ხელმძღვანელობს კლინიკურ ჯგუფს. ბატონი თენგიზი მიემართება ბათუმში, რადგან იქ არის მწვავე მდგომარეობა და რამდენადაც საღამოს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, თენგიზ ცერცვაძე არ ტოვებს თანამდებობას და აგრძელებს მის ღვაწლმოსილ მუშაობას. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არის კრიტიკული მდგომარეობა „კოვიდთან“ მიმართებით, ბატონი თენგიზი არის მაღალი პროფესიონალი, ის პაციენტებს და სახელმწიფოს არ უღალატებს. მე ბატონი თენგიზი გადადგომის შესახებ ვერ მომმართავს, ვინაიდან ბატონი თენგიზი არის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სერვისების განმახორციელებელი და არანაირი უფლება არ მაქვს, ან დავნიშნო, ან გავათავისუფლო. ამის საფუძველიც არ არსებობს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალურის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ინფექციურ საავადმყოფოში არ დაადასტურეს. მათი ცნობით, თენგიზ ცერცვაძე აგრძელებს თავის საქმიანობას და კლინიკების მართვას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button