ბათუმში წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ბათუმში, რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

უხვი ნალექის გამო წყლის მასა დაგროვდა ჭაობის დასახლებაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც, სადაც ქვეითებს გადაადგილება უჭირს.
ასევე, ე.წ. ბენზეს დასახლებაშიც, მაღაზიებშიც. ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას კი წყალი სახლებში შეუვარდა.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, 10-მდე ოჯახს საფრთხე ემუქრება, რადგან საცხოვრებელ სახლთან მდინარემ მიწის მასა წაიღო.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო 30-მდე გამოძახება დაფიქსირდა.

 

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button