მთავარირეგიონიადიგენის ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ადიგენის ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების – ჭეჭლასა და ზანავის საჯარო სკოლებში გაკვეთილები დისტანციურად ჩატარდება.

გადაწყვეტილება საგანამანათლებლო დაწესებულებებმა ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციით მიიღეს. მიზეზი კორონავირუსის შემთხვევებია. ჭეჭლაში კორონავირუსი ორ მოსწავლეს, ზანავში კი პედაგოგს და დარაჯს დაუფიქსირდა. მათი ინფიცირების წყარო მათივე თანასოფლელია.

ბოლო 24 საათში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა სოფელ არალში მცხოვრებ ქალს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა უდეში ინფიცირებულ ექთანთან.

30 სექტემბრის მდგომარეობით, რეგიონში კორონავირუსი 26 პირს დაუდასტურდა. აქედან 1 ინფიცირებულია ასპინძის სოფელ რუსთავში. კორონავირუსის 1 შემთხვევაა დაფიქსირებული ნინოწმინდის სოფელ დიდ არაქალში. ყველაზე მეტი – 24 შემთხვევაა ადიგენში.

 

პოპულარული სიახლეები