COVID-19-ით ბათუმში 55 წლის ქალი გარდაიცვალა

გუშინ, ღამით, ბათუმში COVID-19-იყ 55 წლის ქალი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალბატონის დიაგნოზი იყო: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.
ის 26 სექტემბრიდან მკურნალობდა ბათუმის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

დღევანდელი მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით დღეს, კორონავირუსის 314 შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარაში კი – 225.

ავტორი: ხვიჩა მამულაძე

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button