ირაკლი ოქრუაშვილმა სამ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა საზოგადოებას მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. პარტიის წევრები პარლამენტში მოსახვედრად სამ მაჟორიტარულ ოლქში – ხულოს, ქედასა და შუახევის, ბათუმის, ასევე ქარელისა და ხაშურის ოლქებში იბრძოლებენ.

აჭარის ორ ოლქში “გამარჯვებულ საქართველოს” მაჟორიტარები ეყოლება ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრადაც.

პარტიის ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ხუთივე მაჟორიტარს გამარჯვებისთვის ყველანაირი შანსი აქვს.

პარტია უახლოეს მომავალში კიდევ სამ მაჟორიტარს წარადგენს – თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის, გორისა და ქობულეთის ოლქებში.

“სამ ოლქში წარვადგინეთ ჩვენი კანდიდატები. ბათუმის, მეორე ხულოსა და შუახევის და მესამე ეს არის ქარელისა და ხაშურის. საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, ტარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ორ ოლქში დავასახელეთ კანდიდატები.

“ევროპულ საქართველოსთან” შევთანხმდით საერთო კანდიდატების მხარდაჭერაზე, ეს არის ქარელის და ხაშურის ოლქი, სადაც გურამ ჩალაგაშვილს მხარს დაუჭერენ “ევროპული საქართველოდან,”- აცხადებს პარტია “გამარჯვებული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი.

“ოპოზიციური ერთობა არ დაშლილა. ოპოზიციას შეგვიძლია ერთ მაგიდასთან სხდომა, საუბარი, გადაწყვეტილების მიღება, შეთანხმება და ბრძოლა იმისთვის, რომ 31 ოქტომბერს დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა, დავასრულოთ შიმშილი, სისხლისღვრა და კრიმინალი,”- აცხადებს პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ ჩალაგაშვილი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button