ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა

კორონავირუსით 32-ე პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანხმლები დაავდებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

ტიკარაძის თქმით, ყველა გარდაცვლილი პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

მინისტრი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.

ეკატერინე ტიკარაძე იმერეთში იმყოფება, სადაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგემლებთან შეხვედრას მართავს.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 054 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button