სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა

სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სიტუაცია დაიძაბა. როგორც BBC იუწყება ჩამოგდებულია მინიმუმ ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ.

როგორც ორივე მხარე იუწყება, დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი კონფლიქტი ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად გამწვავდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button