საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 254 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 87 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 906-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 28 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 674 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button