აღკვეთის ღონისძიების სახით, ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს პატიმრობა შეეფარდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებული დუმილის უფლებას იყნებდა, ბრალდების მხარე კი ფურცხვანიძისთვის პატიმრობას ითხოვდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ ​პროკურატურის მოთხონა დააკმაყოფილა.

ბრალდებული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ნოდარ მესხმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, სასამართლოს გადაწყვეტილებას ის კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

დავით ფურცხვანიძე 25 სექტემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მან გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ Whats App-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც თავის მხრივ, ეს ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით. მოცემულ ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ფოტოსურათები არის ყალბი და დამზადებულია მონტაჟის გზით.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button