საქართველოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 26-ე პაციენტი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 4,399-ია.

70 წლის მამაკაცი, ბათუმის “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” 17 სექტემბერს მოათავსეს. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტვის 90%-ის დაზიანება აღენიშნებოდა.

პაციენტს ასევე ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის ქრონიკული უკმარისობა, გულზე ჩატარებული სტენდირება და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. მას პროტოკოლის გათვალისწინებით ყველა პროცედურა ჩაუტარდა თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულის გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button