ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს უფლება აქვს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველს უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბანზე.

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა, ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით, 25 სექტემბრამდე ცესკოს წერილობით ან ზეპირი განცხადებით უნდა მიმართოს.

“ცესკოს ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე cesko.ge განახლდა ბანერი, საარჩევნო რუკა, სადაც ეტლით მოსარგებლე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სხვა ინფორმაციასთან ერთად უკვე შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ შესაბამისი ფოტოსურათებით და სურვილის შემთხვევაში თავად ამოარჩიოს თუ რომელ საარჩევნო უბანზე სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-6 დღისა, რაც არის 25 სექტემბერი, უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ზეპირი ან წერილობითი განცხადებით,” – აცხადებს ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქელაძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button