საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

საუბარის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებას და იმ გამოწვევებს, რომელიც ადგილზე არსებობს.

პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

სატელეფონო საუბრის ბოლოსგიორგი გახარიამ შტატების პრეზიდენტის მრჩეველი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.

“ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაციის არხი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთვაროვბებს შორის. რომელიც არსებობდა წლების განმავლიბაში და მომავალშიც იარსებებს. ცხადია საელჩო კომუნიკაციის ერთერთი წყაროა საქართველოს მთავრობასთან, თუმცა მნიშვნელოვანი და ძალიან სასარგებლოა როცა არსებობს პირდაპირი არხი ამერიკაში გადაწყვეტილების მიმღებებსა და საქარტველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის იმისთვის რომ განხილულ იქნას მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცააა მაგალითადად ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის აგრესია,”კოვიდ-19-ით” გამოწვეული სიტუაცია. ასევე სხვადსახვა გზები თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. რათქმა უნდა განხილულ იქნა არცევნების საკითხიც, რადაგან ძალაინ დიდია ინტერესი. დიდია მოლოდინი რომ ეს არჩევნები იქნება სამართლიანი, გამჭირვალე და წინაზე უკეთესი,”-აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button