კორონავირუსით საქართველოში 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„სამწუხაროდ, დაგვემატა გარდაცვლილი. გეტყვით, რომ იყო მძიმე ავადმყოფი, გადმოყვანილი ცენტრალური ხელისუფლების არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და იწვა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფექციას ჯამში 23 ადამიანი ემსხვერპლა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button