
ბათუმში COVID-19 მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმში covid-19 დაავადებული 67 წლის კაცი გარდაიცვალა. კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 20 სექტემბერს შეიყვანეს covid-19 დიაგნოზით, მაგრამ მას ვირუსთან ერთად სხვა რამდენიმე დიაგნოზიც ჰქონდა – ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე Covid 19-ით 21 პაციენტი გარდაიცვალა.
ავტორი: ხვიჩა მამულაძე