თბილისში შესაძლოა საველე კარვები განთავსდეს

დედაქალაქში, შესაძლოა, მოქალაქეთა კორონავირუსზე ტესტირების მიზნით, საველე კარვები განთავსდეს.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში ინფორმაციით, გეგმა ჯერჯერობით დაზუსტებული არაა და საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს, შეძლებენ თუ არა თბილისში მოქალაქეები საველე კარვებში ტესტირების გავლას.

ამ დროისთვის საველე კარვები უკვე განთავსებულია ბათუმსა და ქობულეთში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დაფიქსირდა, 53 იმერეთში, 31 თბილისში, 8 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7 გურიაში, 1 რაჭა-ლეჩხუმში, 1 კი მცხეთა-მთიანეთში.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4 988 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button