ქვეყანაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 196-ით გაიზარდა და ამ დროისათვის, ინფიცირებულთა ჯამური მონაცემი 3502-ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარაში გამოვლინდა.

მისივე ინფორმაციით, 30 შემთხვევა თბილისს უკავშირდება.

“196 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი განაწილებით გახლავთ -128 არის აჭარა, 30 გახლავთ თბილისი, 19-ქუთაისი, 6-სამეგრელო ზემო-სვანეთი, 5 ქვემო ქართლი, 1 შიდა ქართლი, 4 არის გურია, 2- მცხეთა-მთიანეთი და 1 კახეთი,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და მათი საერთო რაოდენობა 1494 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანი ემსხვერპლა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button