რუსთავში პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ რუსთავისა და ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

რუსთავში პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ რუსთავისა და ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

რუსთავში მაჟორიტარობისთვის ლაშა მაჭარაშვილი, მარნეულსა და გარდაბანში ნატალია გელაზონია, ხოლო დმანისში, წალკაში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში დარეჯან პეტრიაშვილი იბრძოლებს.

პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განმარტებით, მთავარი პრიორიტეტი ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია იქნება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button