მთავარიპოლიტიკაცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

საარჩევნო ნომერი დღეს 47 საარჩევო სუბიეტს მიენიჭა.
კანონმდებლობით, წილისყრის პროცედურის გამარტვისთვის ცესკო-ს ვადა 1 ოქტომბრამდე ჰქონდა, თუმცა როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, ნომრების მინიჭება გაცილებით ადრე გახდა შესაძლებელი.

„გუშინ ამოიწურა საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის მიზნით ცესკო-ს თავმჯდომარისთვის მიმართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, რიგითი ნომრების განსაზღვისთვის ბოლო ვადა არის პირველი ოქტომბერი, ანუ არჩევნებამდე 30 დღე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელი გახდა სხვადასხვა პროცედურა დასრულებულიყო დროულად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეცა შესაძლებლობა, არჩვნებამდე 30-ის ნაცვლდ 42 დღით ადრე წილისყრით განესაზღვრა რიგითი ნომრები“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სულ რეგისტრირებულია 58 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი. დღეს წილისყრის პროცესში მონაწილეობდა 47 საარჩევნო სუბიექტი, ხოლო დანარჩენ 13 სარევნო სუექტს უფლება ჰქონდა, წილისყრის პროცედურის გრეშე დაეტოვებინათ ის რიგითი ნომრები, რომლებსაც ისინი მანამდე იყენებდნენ.
საუბარია იმ 13 პოლიტკურ პარტიასა თუ ბლოკზე, რომლებიც კანონით დადგენილი წესით, კვალიფიციურ სუბიექტებად მიიჩნევიან.

არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:
№1 – (პარტია) თეთრები; №2 – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის; №3 – ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა; №4 – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა – ქდმ; №5 – საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“; №6 – მომავალი საქართველო; №7 – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის; №8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი; №9 – გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია; №10 – შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია; №11 – მშრომელთა სოციალისტური პარტია; №12 – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის; №13 – რეფორმერი; №14 – ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი; №15 – ჩვენი გაერთიანებული საქართველო; №16 – ახალი ქრისტიან-დემოკრატები; №17 – ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებული საქართველო; №18 – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს; №19 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი; №20 – საქართველო; №21 – თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია); №22 – საქართველოს ევროატლანტიკური გზა; №23 – ახალი ძალა; №24 – ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები; №25 – თავისუფალი დემოკრატები; №26 – ეკა ბესელია – პ.პ. „სამართლიანობისთვის“; №27 – საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი; №28 – ქართული ფესვები; №29 – დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა; №30 – შეცვალე საქართველო; №31 – თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა; №32 – სახალხო პარტია; №33 – ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ); №34 – სოციალური სამართლიანობისათვის; №35 – საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია; №36 – გირჩი; №37 – საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია; №38 – იბერიელთა ერთობა; №39 – საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი; №40 – ქართველ ნაციონალისტთა ერთობა – გაიოზ მამალაძე; №41 – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო; №42 – რეფორმატორები; №43 – ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის); №44 – ქართული იდეა; №45 – ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა; №46 – გია ჟორჟოლიანი – სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის; №47 – ზვიად ძიძიგური – საქართველოს კონსერვატიული პარტია; №48 – არჩევანი სამშობლოსათვის; №49 – ჯონდო ბაღათურია – ქართული დასი; №50 – პროგრესული საქართველო; №51 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა; №52 – სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი; №53 – ტრადიციონალისტები; №54 – სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები; №55 – ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა; №56 – ლელო; №57 – მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“; №58 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია; №59 – საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია; №60 – საქართველოს განვითარების პარტია.

პოპულარული სიახლეები