მკვლელობა ხაშურში – მამაკაცი კომპანიაში დანით შეიჭრა, რასაც მისი მისამართით გასროლა მოჰყვა

მამაკაცი, რომელიც სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიის ოფისში დანით შეიჭრა და მისი კუთვნილი თანხის ანაზღაურებას ითხოვდა, მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე თვის განმავლობაში აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მენეჯერმა შეიარაღებული თავდამსხმელის მისამართით, თავდაპირველად, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, თუმცა ცივი იარაღით შეიარაღებულმა პირმა მუქარა არ შეწყვიტა, რასაც მისი მისამართით გასროლა მოჰყვა.

ფეხში დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას გარდაიცვალა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button